ავტოლიზინგი (ავტოლომბარდი) | Avtolizingi (avtolombardi)

სწრაფი სესხები

ავტოლიზინგი (ავტოლომბარდი) | avtolizingi (avtolombardi) – ოცნებების ასრულების რეალური საშუალებაა! დიდი ხანია ოცნებობთ ავტომობილის შეძენაზე? ცდილობდით დაგროვებას, მაგრამ არ გამოდიოდა. თქვენ ისიც კი იცით ზუსტად რომელი მანქანა გსურთ. ჩვენს დროში რთულია ავტომობილის გარეშე ცხოვრება. ეს არის კომფორტული და მოსახერხებელი საშუალება, რომ არაფერი ვთქვათ საოჯახო მოგზაურობებზე, ახალ ქალქებსა და ქვეყნებზე! და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის ავტოლიზინგის საშუალებით. აღნიშნულ მომსახურებას გთავაზობენ როგორც ბანკები, ასევე არასაბანკო კომპანიები. თუ თქვენ ეძებთ შესაბამის პირობებს და წინადადებებს, ჩვენ დაგეხმარებით.

ჩვენ შევქმენით ცხრილი, სადაც მოცემულია განახლებადი ინფორმაცია იმ არასაბანკო კომპანიების შესახებ, რომლებიც გთავაზობენ ავტოლიზინგს.

ავტოლიზინგი (ავტოლომბარდი) შედარება

კრედიტორი რეიტინგი სესხის ვადა ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი ვალუტა კრედიტის მაქსიმალური ოდენობა
mogo 10დან 10 სესხის ვადა 72 თვემდე 6,5% GEL 27000 ლარი
swisscapital 10დან 10 სესხის ვადა 36 თვემდე 3,5% GEL, USD 40000 ლარი, 20000 USD

 

რა არის ავტოლიზინგი?

ეს არის ავტომობილით სარგებლობა გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. მთელი პერიოდის განმავლობაში სალიზინგო კომპანია რჩება ავტომობილის მფლობელად, ხოლო წინასწარ დადგენილი ვადის გასვლისა და ყველა ვალდებულების შესრულების შემდეგ მანქანა გადადის მსესხებლის მფლობელობაში.

ავტოლიზინგის გაფორმების პირობები

კლიენტებისთვის მოსახერხებელი რომ იყოს, ავტოლიზინგის გაფორმებას რამდენიმე წუთი სჭირდება. ონლაინ განაცხადის შევსება კომპანიის საიტზეა შესაძლებელი. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შეძლებთ ავტომობილის შეძენას. ბევრი კომპანია ლიზინგის სახით გთავაზობთ ავტომობილის ღირებულების 90%-მდე, დანარჩენი 10% შეაქვს მსესხებელს, ეს არის პირველი შენატანი. კომპანიების საიტებზე მოცემულია კალკულატორები, რომლებზეც შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი თანხა და გადახდის ვადა, კალკულატორი კი დაგითვლით ყოველთვიურად გადასახდელ თანხას. ყოველ კომპანიას აქვს ასაკობრივი შეზღუდვა ლიზინგის გაცემაზე.

როგორ ხდება ავტოლიზინგის თანხის დაფარვა?

გადახდა წარმოებს დადებული ხელშკრულების საფუძველზე, განსაზღვრული გრაფიკით. კომპანიათა უმეტესობა გაძლევთ საშუალებას წინსწრებით დაფაროთ ავტოლიზინგი, ანუ ამ შემთხვევაში იხდით მხოლოდ იმ პერიოდის პროცენტს, რომლის განმავლობაშიც სარგებლობდით ლიზინგით. ყველა ვალდებულების შესრულების შემდეგ ავტომობილი გადმოდის თქვენს საკუთრებაში. სანამ ლიზინგი ბოლომდე არ დაიფარება, მანქანა სალიზინგო კომპანიის საკუთრებაა.

Show Buttons
Hide Buttons