სტატიები

cash24 – კომფორტული ,,ფრანი ბარათი”

cash24 – კომფორტული ,,ფრანი ბარათი”

საკრედიტო ბარათებს მთელი რიგი უპირატესობები გააჩნიათ. მათი მეშვეობით არ არის საჭირო ნაღდი ფულის ჯიბით ტარება და ამით თქვენ თავიდან იცილებთ თანხის მოპარვის რისკს. ამასთან საკრედიტო ბარათზე არსებული თანხის დეკლარირებაც არ გჭირდებათ, როდესაც თქვენ გადაკვეთ სახელმწიფო საზღვარს. სულაც არ არის საჭირო ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ძებნა, რადგან თავისუფლად შეგიძლიათ საკრედიტო ბარათზე არსებული თანხის კონვერტაცია უცხოურ ვალუტაში. მისი მეშვეობით პრაქტიკულად ნებისმიერ პროდუქტის ან მომსახურების შეძენას შეძლებთ – მაგალითად რესტორანში, სასტუმროში ან მობილურის ანგარიშის შევსებას, თვითმფრინავის ან მატარებლის ბილეთების ყიდვას, ავტომობილის იჯარის დაფარვას და სხვა.

ამასთან ხშირია ისეთი შემთხვევებიც, რომ საკრედიტო ბარათის მფლობელი სარგებლობს ფასდაკლებებით, ბონუსებით და სპეციალური შემოთავაზებებით ისეთი პარტნიორი კომპანიებისგან, როგორიცაა ავიაკომპანიები, მაღაზიები, რესტორნები, სპორტული კლუბები, ტურისტული და სხვა სახის მომსახურების ფირმები. მათი მფლობელებისთვის ტრადიციულად ტარდება სხვადასხვა პრიზების გათამაშებები: ფეხბურთის ბილეთებიდან დაწყებული ტურისტული ტურებით დასრულებული. ამ ყველაფერთან ერთად თქვენ საკრედიტო ბარათის ფლობით 24 საათიანი წვდომა გაქვთ საკუთარ ანგარიშთან.

ერთ-ერთი ასეთი სწრაფი სესხების კომპანიაა cash24.ge იგივე შპს მისო „ისთ ვესთ კაპიტალი“, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან ფუნქციონირებს და ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი ფინანსური პრობლემების გადაჭრაში.
საკრედიტო „ფრანი ბარათი“ ეს არის კომპანია cash24.ge-ის მთავარი პროდუქტი, რომელსაც იგი სთავაზობს თავის მომხმარებლებს. ორგანიზაციის მომსახურებით, რომ ისარგებლოთ უნდა იყოთ მინიმუმ 21 წლის. ამ საკრედიტო ბარათს cash24.ge 5 წლის ვადით, ყოველგვარი საკომისიოების გარეშე, ჩუქნის თავის ლოიალურ კლიენტებს, მათთვის კომფორტის შექმნის მიზნით. მის ასაღებად თქვენ არ მოგიწევთ ოფისში მისვლა, არამედ კურიერი სრულიად უფასოდ მოგაწვდით თქვენთვის სასურველ დროს მითითებულ მისამართზე.

აღსანიშნავია, რომ cash24.ge აქვს თანხის გამოტანისა და დაფარვის ნულოვანი საკომისიო. თქვენს მიერ აღებულ საკრედიტო „ფრანი ბარათზე“ თანხის დასმას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებთ, რასაც მაქსიმუმ 1 წუთი დასჭირდეს. თანხის მოთხოვნა შეგეძლებათ, როგორც საიტის პირადი პროფილიდან, ასევე ქოლ-ცენტრში დარეკვით ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით ნომერზე 91024.

საკრედიტო „ფრანი ბარათზე“ მიღებული თანხის გამოტანას შეძლებთ TBC ბანკისა და VTB ბანკის ბანკომატებში, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების გზით იმ მაღაზიებსა და მომსახურე ობიექტებში, სადაც განთავსებული იქნება ზემოთ აღნიშნული ბანკების ტერმინალები.

კომპანია cash24.ge-ის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი საკრედიტო „ფრანი ბარათზე“ არის 98.44%. ვადაგადაცილების შემთვევაში ხდება კლიენტი სატელეფონო ზარით ინფორმირება, ხოლო ძირ თანხაზე დაირიცხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოები.

Show Buttons
Hide Buttons