Espreso.ge | ესპრესო – ონლაინ & სწრაფი სესხები!

 

EspresoEspreso | ესპრესო შპს “ესპრესო” სწრაფად მზარდი საერთაშორისო კორპორაციაა, რომელიც სპეციალიზირებულია სწრაფ სესხებზე. საქართველოს ბაზარზე იგი 2015 წლიდან არის წარმოდგენილი ბრენდით espreso.ge. Espreso.ge საშუალებას გაძლევთ, მოითხოვოთ სესხი ონლაინ რეჟიმში, ყოველ დღე 24 საათის განმავლობაში. განაცხადებები დამუშავდება სამუშაო საათების განმავლობაში. Espreso.ge-ზე შესაძლებელია 100–დან 1000 ლარამდე კრედიტის აღება მაქსიმუმ 1 თვით, ამისათვის უბრალოდ უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი თანხა და ვადა, გაიაროთ რეგისტრაცია და მიიღოთ მოთხოვნილი თანხა. ჩვენ არ ვითხოვთ სესხის მიზნობრიობის დაკონკრეტებას.

  • მიიღე თანხა 15 წუთში;
  • სესხი 50-დან 1000 ლარამდე;
  • კრედიტის აღება შეუძლიათ 21-65 ასაკის პირებს;
  • რეგისტრაციის გადასახადი – 0 ლარი.

Espreso | ესპრესო – ისგან სწრაფი სესხის მისაღებად დააჭირეთ ღილაკს “თანხის მიღება”. Espreso.ge – ისგან კრედიტს მიიღებთ, იმ შემთხვევაში თუ ხართ საქართველოს მუდმივი მაცხოვრებელი და უკვე 21 წლის ხართ/არ მიგიღწევიათ 65 წლისთვის. ასევე არ უნდა გქონდეთ დაგვიანებული გადასახადები, ანუ დარღვეული საგადასახადო ვალდებულებები. გესაჭიროებათ ანგარიში საქართველოს ერთ-ერთ ბანკში და თქვენს მიერ მითითებული მობილური ტელეფონის აქტივაცია.

btn-sanemt-big

დღეისათვის ყველა სოლიდურ ბანკს აქვს კრედიტის გაცემის ერთი გამარტივებული პროგრამა მაინც. როგორც წესი, ამ პროგრამით გათვალისწინებული სესხები მიეკუთვნება ექსპრეს-კრედიტების კატეგორიას და წარსადგენად საჭირო დოკუმენტების მინიმალური რაოდენობა მათ სწრაფად დამუშავების შესაძლებლობას იძლევა. კრედიტის გაფორმება ორი დოკუმენტის საფუძველზე საშუალოდ შეიძლება ერთ საათში. თუმცა ამ კრედიტებს აქვთ რა დროის მხრივ უპირატესობა, სხვა საკითხში ნაკლით ხასიათდებიან და ჩამორჩებიან სწრაფ ონლაინ სესხებს, რომლებსაც კომპანია espreso.ge სთავაზობს პოტენციურ მსესხებლებს. პირველი ის, რომ ბანკები სესხად მცირე თანხებს არ იძლევიან, ხოლო დიდი თანხის აღების შემთხვევაში, რომელიც თქვენ სრულებითაც არ გჭირდებათ, ზედმეტის გადახდა მოგიწევთ. ამასთან ხშირად ბანკს არ ყოფნის დრო კლიენტის კრედიტუნარიანობის შესაფასებლად და ითხოვს დამატებით საბუთებს.

სესხის მიღების პროცედურა

Espreso | ესპრესო-ზე კი თქვენ შეძლებთ მარტივი განაცხადის ფორმის შევსებას ინტერნეტის მეშვეობით ყოველგვარი საბუთის გარეშე. კომპანია თქვენგან არ მოითხოვს თავდებსა და თანამონაწილეს. შემდეგ ეტაპზე დაგჭირდებათ თქვენი ანგარიშის იდენტიფიკაციის პროცესის გავლა, რაც გულისხმობს საკუთარი ანგარიშიდან 1 თეთრის გადარიცხვას კომპანიის ანგარიშზე.
დაიმახსოვრეთ თქვენი განცხადება აქტიურია 4 დღის განმავლობაში და მისი ამოწურვის შემდეგ განმეორებით დაგჭირდებათ განაცხადის გაკეთება. პირველად espreso.ge სერვისით საგებლობისას მოგიწევთ 11% საკომისიოს გადახდა, მინიმუმ 9 ლარი. თუმცა ერთგული კლიენტებისთვის მოქმედებს შეღავათიანი პირობები და მათ შეუძლიათ ისარგებლონ 20%-იანი ფასდაკლებით. ამისთვის წინა სესხის დაფარვიდან გასული უნდა იყოს 15 დღე და ყოველ მომდევნო აღებულ კრედიტზე ფასდაკლების პროცენტი მოიმატებს 5%-ით, მაქსიმუმ 20 %-მდე, მაგრამ ეს პირობა მოქმედებს მხოლოდ მაშინ თუ არ დაფიქსირებულა ვადაგადაცილება და ბოლო სესხის გაცემიდან 6 თვე არ არის გასული.

btn-sanemt-big

თანხის მაქსიმალური ოდენობა, რასაც espreso.ge გასცემს სესხად არის 1000 ლარი და იგი დამოკიდებულია კლიენტის საკრედიტო ისტორიაზე.

აპლიკაციის გაგზავნიდან 5 წუთში მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და ელ-ფოსტას, სადაც ეწერება პასუხი. დადებითად შეფასების შემთხვევაში 15 წუთში დაგერიცხებათ განაცხადში მითითებული თანხა თქვენს საბანკო ანგარიშზე, თუ სარგებლობთ შემდეგი ბანკების მომსახურებით: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, რესპუბლიკა ბანკი ან ლიბერთი ბანკი. სხვა ბანკის შემთხვევაში აღნიშნული ოპერაცია შესრულდება 24 საათში.
ორი სესხის ერთდროულად აღება არ ხდება. მეორეზე შეძლებთ განაცხადის გაკეთებას, მას შემდეგ, რაც მიიღებთ შეტყობინებას პირველის დაფარვის თაობაზე.

კლიენტი შესაძლებელია აღმოჩნდეს რაიმე გაუთვალისწინებელ სიტუაციაში, რაც აბრკოლებს მის მიერ კრედიტის დაფარვას დადგენილ ვადაში, თუმცა მას შეუძლია ამის თაობაზე მიმართოს espreso.ge-ს და გადაავადოს თანხის დაბრუნება. ასე დროს მსესხებელს დასჭირდება გადავადების დღეების შესაბამისად თანხის გადახდა: 10 დღეზე – 35 ლარი, 20 დღეზე – 59 ლარი, 30 დღეზე – 70 ლარი.

თუ თქვენ მოითხოვთ თანხას არასამუშაო საათებში იგი დაირიცხება კომპანიის სამუშაო საათებში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00. ანალოგიურად მოხდება განაცხადის განხილვაც.

btn-sanemt-big

მსგავსი პირობები

სწრაფი სესხების ბაზარზე არსებობს რამდენიმე ალტერნატიული შეთავაზება, მაგ: NetCredit, CreditOn, MoneyMan, Moneza, SohoCredit – მათ განსხვავებული საკრედიტო პირობები აქვთ. თქვენთვის უფრო მოსახერხებელი რომ გაგვეხადა შევქმენით მონაცემთა ბაზა რომელშიც თავმოყრილნი არიან ყველაზე პოპულარული და წარმატებული კრედიტორები. აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი სესხი და დააჭირეთ ღილაკს “თანხის მიღება”.

Show Buttons
Hide Buttons