სტატიები

ხუთი მიზეზი, რომელთა გამოც ღირს ონლაინ სესხების აღება!!! | khut’i mizezi, romelt’a gamots’ ghirs onlain seskhebis agheba!!! thumbnail

ხუთი მიზეზი, რომელთა გამოც ღირს ონლაინ სესხების აღება!!! | khut’i mizezi, romelt’a gamots’ ghirs onlain seskhebis agheba!!!

ხუთი მიზეზი, რომელთა გამოც ღირს ონლაინ სესხების აღება!!!

ონლაინ სესხები – ბევრისთვის სიახლე აღარაა, არამედ საშუალება რომლითაც ოცნებას რეალობად აქცევენ. ონლაინ სესხები გამოიყენება გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად. ბევრს უკვე წარმოდგენაც აღარ შეუძლია თუ როგორ მოაგვარებდნენ ფინანსურ საკითხებს ონლაინ სესხების გარეშე.

პირველი და მთავარი მიზეზი რის გამოც ადამიანები ონლაინ სესხებს ირჩევენ, არის სისწრაფე და ხელმისაწვდომობა. ის ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც აქვს ინტერნეტკავშირი და მობილური ტელეფონი. წარმოიდგინეთ, რომ სახლიდან გაუსვლელად და რიგში ჩადგომის გარეშე გაქვთ სესხის მიღების საშუალება 15 წუთში. ეს არ არის ის, რაზეც ოცნებობდით? კომპანიები სწავლობენ მომხმარებელთა მოთხოვნებს და მათი გათვალისწინებით ადგენენ ონლაინ სესხების პირობებს, რომლებიც საკმაოდ ხელსაყრელია.

ხელსაყრელ პირობებზე საუბრისას მივუახლოვდით მეორე მიზეზს, რის გამოც ღირს ონლაინ სესხების აღება – პირველი სესხი უპროცენტოა. ახალ კლიენტებს, რომლებიც პირველად რეგისტრირდებიან რომელიმე კომპანიაში, სთავაზობენ პირველ სესხს უპროცენტოდ. ეს ნიშნავს, რომ რამდენიც აიღეთ იმდენივე უნდა დააბრუნოთ. რასაკვირველია უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემოთავაზებული თანხა საკმაოდ მცირეა და ვადა, როგორ წესი, შეზღუდულია ერთი თვით. ონლაინ სესების გამცემ კომპანიებში პირველ სესხზე გათვალისწინებული თანხა ერთმანეთისგან განსხვავდება.

მესამე მიზეზი, როს გამოც ირჩევენ ონლაინ სესხებს – ეს არის სესხები გირაოს გარეშე. ყველას ესმის, რომ სესხის აღება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული და ამასთან ერთად თუ დამატებით გიწევთ ერთადერთი საცხოვრებლის, ან სხვა ნივთის დაგირავება, შეიძლება უარი თქვათ სესხზე. ბევრი კომპანია ონლაინ სესხს გირაოს გარეშე გასცემს.

მეოთხე მიზეზი – თქვენი ნათესავებისა და ახლობლებისთვის არანაირი რისკი. კომპანიები ონლაინ სესხებს თავდების გარეშე გასცემენ და მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ მსესხებელს ეკისრება. ასეთ შემთხვევაში მსესხებელმა უნდა შეაფასოს თავისი შესაძლებლობა, სხვების დახმარების გარეშე თუ შეძლებს ონლაინ სესხის დაფარვას.

მეხუთე მიზეზი – დახმარება საუკეთესო პირობების და შემოთავაზებების არჩევის დროს. ბაზარზე ონლაინ სესხების გამცემი მრავალი კომპანია არსებობს და მომხმარებლებისთვის რთულია თავისთვის შესაფერისი პირობების არჩევა. ყველა კომპანიის მოძებნას და პირობების გაცემას სჭირდება დიდი დრო, რომელიც ზოგჯერ არ გაქვთ, რადგან ხშირად თანხა სასწრაფოდ გჭირდებათ. როგორ იპოვოთ თქვენთვის შესაფერისი სესხი? ამაზე ბევრი ადამიანი მუშაობს და ქმნიან „ცხრილებს“, სადაც გაერთიანებულია მონაცემები ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების შესახებ. ინფორმაცია კრედიტორების და საუკეთესო შეთავაზებების შესახებ ხშირად განახლდება და მსესხებელს საშუალება აქვს აქტუალური შეთავაზებების შესახებ საქმის კურსში იყოს. ეს საშუალებას გაძლევთ მარტივად მიიღოთ ინფორმაცია და გააკეთოთ სწორი არჩევანი ონლაინ სესხის შერჩევისას.

პასუხისმგელობით მოეკიდეთ ონლაინ სესხის აღებას, შეაფასეთ მისი დროულად დაბრუნების შესაძლებლობები. დაუფარავი ვალდებულებები უარყოფიდად აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე, რაც შემდგომში გაგირთულებთ ცხოვრებას.

Show Buttons
Hide Buttons