სტატიები

სჭირდებათ თუ არა ონლაინ სესხები ქალწულებს, ლომებს და თხის რქებს: MoneyMan-ის საინტერესო კვლევა

სჭირდებათ თუ არა ონლაინ სესხები ქალწულებს, ლომებს და თხის რქებს: MoneyMan-ის საინტერესო კვლევა

ცნობილი ქართული მიკროსაფინანსო კომპანია MoneyMan ხშირად ატარებს კვლევებს თავის კლიენტებში და აანალიზებს მათ ყოველთვიურ ბიუჯეტს, ოჯახურ მდგომარეობას, სქესს, ასაკს და სხვა მახასიათებლებს. მაგრამ ბოლო გამოკვლევა განსაკუთრებით საინტერესო იყო: „ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლები იღებენ ყველაზე ხშირად სესხს, ასევე რომელი ნიშნები არიან მიდრეკილი იმისკენ, რომ არ დააბრუნონ სესხი.“

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ხშირად იღებენ სესხს

MoneyMan-მა გააანალიზა 180 ათასიანი მონაცემთა ბაზა და გააკეთა შემდეგი დასკვნები: მსესხებელთა 10% – ტყუპები. მეორე ადგილზე არიან ლომები 9%-ით, მათ მოსდევენ კირჩხიბები და მერწყულები 8,8%. ასევე გამოიკვეთა ნიშნები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად მიმართავენ სესხის გაფორმებას. პირველ ადგილზეა მშვილდოსანი – 7%, შემდეგ ღრიანკალი და სასწორი – 7,6%, თევზები – 7,9%.

რა ახდენს სესხის გაცემის გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას?

სესხის გაცემის შესაღებ გადაწყვეტილებას კომპანია იღებს სკორინგის სისტემაზე დაყრდნობით, რომელსაც 500 კრიტერიუმი აქვს. ასე რომ, ყველაზე გამოცდილ თაღლითსაც არ შეუძლია ამ სისტემის გვერდის ავლა. პარამეტრებიდან მთავარია – ინფორმაცია სოციალური ქსელებიდან, საკრედიტო ისტორია, საიტზე ქცევა. სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის მქონე კლიენტი სკორინგს სხვადასხვა შედეგით გადის. ღრიანკალი, სასწორი და მშვილდოსანი ლიდერები არიან შევსებული განაცხადების და ასევე დამტკიცებული სესხების რაოდენობის მიხედვით.

საერთო ჯამში:
• ღრიანკალი — 10%;
• სასწორი — 9,5%;
• მშვილდოსანი — 9,4%.

დადებითი გადაწყვეტილების ყველაზე ნაკლები პროცენტული მაჩვენებელი აქვთ:
• კირჩხიბი — 6,8%;
• თხის რქა — 6,9%;
• ტყუპები — 7,2%.

ვის უჭირს ყველაზე მეტად ფულთან განშორება

სესხის დროულად დაბრუნება ბევრს კლიენტს უჭირს, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე არაკეთილსინდისიერი გადამხდელები არიან ვერძები. ამ ნიშნის წარმომადგენელთა 35,3% აქვს ვადაგადაცილებები. მეორე ადგილზეა ქალწული – 35%, მესამეზე თევზები – 34,2%. აქვე უნდა აღინიშნოს კლიენტები, რომლებიც საერთოდ არ აბრუნებენ სესხს. ამ სფეროში ლიდერობენ თევზები – 17,3%, მერწყული – 16,9%, მშვილდოსანი – 16,6%. როგორც გამოკვლევამ აჩვენა, ზოდიაქოს გარკვეული გავლენა აქვს მსესხებლის ქცევაზე. მაგრამ ეს მხოლოდ გამოკვლევაა და სკორინგის სისტემა კლიენტების ფილტრაციის დროს ამ კრიტერიუმს არ ითვალისწინებს.

Show Buttons
Hide Buttons