სტატიები

ონლაინ სესხები და შემოსავლები! | Onlain seskhebi da shemosavlebi! thumbnail

ონლაინ სესხები და შემოსავლები! | Onlain seskhebi da shemosavlebi!

ონლაინ სესხები და შემოსავლები!

დროებით ფინანსურ სირთულეებთან შეჯახების დროს თითოეული ადამიანი ეძებს ამ სიტუაციიდან გამოსავალს. ზოგიერთს ყავს ნათესავები, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება; სხვები კი იღებენ გადაწყვეტილებას აიღონ ონლაინ სესხი. ამასთანავე, აფასებენ თავიანთ შესაძლებლობას და სესხის დაბრუნების ვარიანტებს. სესხი ხომ ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობა და რისკია. თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ადამიანები ირჩევენ დაკრედიტების მათთვის ყველაზე მეტად მისაღებ ტიპს. ზოგჯერ, მაშინაც კი როცა არ გაქვთ მუდმივი შემოსავალი, შესაძლოა სესხის აღება. მთავარია გადახდის თარიღის დადგომის დროს გქონდეთ საჭირო თანხა.

დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი სესხი, ადამიანებისთვის ვისაც არა აქვთ მუდმივი შემოსავალი, არის ონლაინ სესხები. ამ დროს ხომ მთავარია მსესხებელს ჰქონდეს იდეალური საკრედიტო ისტორია და არ ჰქონდეს გადაუხდელი ვალდებულებები სხვა კრედიტორების მიმართ. ონლაინ სესხების გამცემი კომპანია არ ითხოვს ცნობას შემოსავლების შესახებ, რაც ამცირებს სესხის გაცემის დროს. ეს კი, თავის მხრივ, მიმზიდველს და მოსახერხებელს ხდის ონლაინ სესხებს იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხის აღების მომენტში არ აქვთ შემოსავალი. რა თქმა უნდა, აუცილებელია გვესმოდეს რომ სესხის დაბრუნება უნდა მოხდეს დროულად. ონლაინ კრედიტორები იძლევიან პირველი სესხის უპროცენტოდ აღების საშუალებას, ანუ რამდენსაც ავიღებთ იმდენივე თანხას ვაბრუნებთ. მაგრამ, ამ სესხს აქვს დროის შეზღუდვა და ვადის გასვლის შემდეგ იწყება პროცენტის დარიცხვა. ვალდებულების შეუსრულებლობამ შეიძლება გაართულოს კრედიტორთან ურთიერთობა და გავლენა იქონიოს მომდევნო სესხის გაცემაზე. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საუკეთესო შემოთავაზების არჩევაში. ჩვენ შევადგინეთ ცხრილი, სადაც მოცემულია აქტუალური ინფორმაცია საუკეთესო ონლაინ სესხების შესახებ. თუ თქვენ ხართ 20-დან 65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, არ გაქვთ ცუდი საკრედიტო ისტორია და მოცემულ მომენტში თავისუფალი ხართ ვალდებულებებისაგან, მაშინ ღირს გაეცნოთ ონლაინ სესხების მიღბის პირობებს.

ონლაინ სესხის გამცემ ყველა კომპანიას აქვს რეგისტრაციის საერთო წესები:
1. აირჩიეთ კრედიტორი და დააჭირეთ ღილაკს „თანხის მიღება“.
2. დარეგისტრირდით არჩეულ საიტზე და შეავსეთ საჭირო ინფორმაცია.
3. გადარიცხეთ 1 თეთრი ონლაინ სესხის გამცემის ანგარიშზე (ამით ადასტურებთ რომ გაქვთ აქტიური ანგარიში ბანკში).

დასტურის მიღების შემდეგ თანხა უმოკლეს დროში გადმოირიცხება თქვენს ანგარიშზე. თანხის გადმორიცხვის ვადა დამოკიდებულია კრედიტორის სამუშაო საათებზე.

Show Buttons
Hide Buttons