სტატიები

ონლაინ სესხები სტუდენტებს! | Onlain seskhebi studentebs! thumbnail

ონლაინ სესხები სტუდენტებს! | Onlain seskhebi studentebs!

ონლაინ სესხები სტუდენტებს!

სტუდენტი ხართ?! სტუდენტების უმრავლესობა სწავლის პარალელურად მუშაობს და თავად განკარგავს საკუთარ ფინანსებს. არის გაუთვალისწინებელი შემთხვევების გაჩენის ალბათობაც. ეს შეიძლება ნებისმიერს დაემართოს! ვთქვათ, კონცერტზე მოგინდათ წასვლა ან რაიმე სასწავლო მასალის შეძენა დაგჭირდათ. ახლა ამ შემთხვევაში დიდი დროისა და ენერგიის დახარჯვა აღარ არის აუცილებელი. ონლაინ სესხები სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სწრაფი და მოხერხებული გზით – ინტერნეტით!

სტუდენტისთვის სესხის ასაღებად რა არის აუცილებელი?

რაც მთავარია უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე და სხვა კრედიტორების წინაშე შეუსრულებელი პასუხისმგებლობა არ უნდა გქონდეთ. სხვა ყველაფერი მარტივია, ინტერნეტით კრედიტორის საიტზე უნდა დარეგისტრირდეთ, შეავსოთ ანკეტა, მიუთითოთ მოქმედი საბანკო ანგარიში და შერჩეული კომპანიის ანგარიშზე თანხა გადარიცხოთ, რათა დაადასტუროთ თქვენი ანგარიშის ქმედუნარიანობა. ანგარიში საქართველოს ნებისმიერ ბანკში შეიძლება გქონდეთ.

რამდენად სწრაფადაა შესაძლებელი თანხის მიღება?

კომპანიების უმრავლესობა განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში თანხას ძირითადად 15 წუთში გზავნის. დრო დამოკიდებულია იმაზე, თქვენ და კრედიტორს ერთსა და იმავე ბანკში გაქვთ ანგარიში თუ არა.

რამდენის სესხება შეიძლება?

ზოგიერთი კომპანია ახალ კლიენტს უპროცენტო სესხს აძლევს, მაგ. “Vivus”-ი 250 ლარამდე სესხს, “NetCredit”-ი – 300 ლარამდე. ეს ნიშნავს რომ უკან დააბრუნებთ იმდენს, რამდენიც აიღეთ. ვადა 30 დღეა.

სწრაფი სესხები სტუდენტებისთვის

ბევრი კომპანია მიმზიდველია იმით, რომ არ გთხოვენ არც თავდებს და არც უამრავ დოკუმენტს. ხელშეკრულების გაფორმება სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. თუ სესხს დროულად ვერ ფარავთ, გადავადება დასაშვებია, მხოლოდ ამ შემთხვევაში პროცენტი ემატება. მომავალში სუფთა საკრედიტო ისტორია რომ გქონდეთ, რაც კრედიტორის დადებითი პასუხის მოპოვებაში დაგეხმარებათ, ასე რომ სწორად შეაფასეთ სესხის დაფარვის შესაძლებლობა.

Show Buttons
Hide Buttons