სტატიები

ონლაინ სესხები – თუ უკეთესია დავაგროვოთ?  | Onlain seskhebi – t’u uket’esia davagrovot’? thumbnail

ონლაინ სესხები – თუ უკეთესია დავაგროვოთ? | Onlain seskhebi – t’u uket’esia davagrovot’?

ონლაინ სესხები – თუ უკეთესია დავაგროვოთ?

საკუთარი ცხოვრების მანძილზე ყველას ჰქონია სურვილი ან მცდელობა დაეგროვებინა გარკვეული თანხა, ზოგიერთმა მოახერხა და მიაღწია მიზანს – დანაზოგით იყიდა სასურველი ნივთი. ყველას ესმის როგორი მოთმინება და ნებისყოფა ჭირდება ამ ხანგრძლივ პორეცესს. ხანდახან ცხოვრებაში ისეთი სიტუაცია იქმნება რომ არ გვაქვს თანხის შეგროვებისთვის საჭირო დრო, იმიტომ რომ ფული გვჭირდება სასწრაფოდ. ზოგჯერ, საჭიროა გადასახადის სასწრაფოდ გადახდა, ან წამლების ყიდვა, თავისუფალი სახსრები კი არ გვაქვს. ამ დროს ბევრი დახმარებას ნათესავებს სთხოვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას არ ჰყავს გულისხმიერი ადამიანები ირგვლივ. მაშინ დგება სიტუაცია, როცა უნდა ვეძებოთ გამოსავალი. გამოსავალი არსებობს – ჩვენ გაგაცნობთ თანხის სწრაფად და მოსახერხებლად მიღების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მეთოდს.

ონლაინ სესხები – ეს არის ინტერნეტში პოპულარული დაკრედიტების სისტემა, რაც ბოლო პერიოდში ძალიან მოთხოვნადი გახდა ხელმისაწვდომობისა და მიღების სიმარტივის გამო. ასეთი ტიპის სესხები ბევრ ქვეყანაშია პოპულარული. მაინც რით არის გამორჩეული ონლაინ სესხები? ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ხალხს აძლევს შეუზღუდავ შესაძლებლობებს. სახლიდან გაუსვლელად შეიძლება ონლაინ სესხის მიღება და ეს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ონლაინ სესხების თითქმის ყველა კომპანია გვთავაზობს პირველ სესხს უპროცენტოდ, რაც ნიშნავს, რომ ზუსტად იმდენივე თანხა უნდა დავაბრუნოთ რამდენიც ვისესხეთ. თუ ერთდროულად რამდენიმე კომპანიაში დარეგისტრირდებით, საშუალება გაქვთ მიიღოთ საკმაოდ დიდი თანხა. აღარ მოგინდებათ თვეების განმავლობაში თანხის შეგროვება, როცა სასურველი თანხა შესაძლოა მიიღოთ სწრაფად და ბანკში მისვლაც კი არ დაგჭირდეთ. აღარაა აუცილებელი თავდების პოვნა და სახელფასო ცნობის წარდგენა. რა თქმა უნდა საჭიროა გვესმოდეს, რომ ნებისმიერ სესხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ; მიუხედავად სესხის ასეთი სწრაფი გაცემისა, კრედიტორ კომპანიებს აქვთ თავისი მოთხოვნები მსესხებლების მიმართ.

საქართველოში ონლაინ სესხის გაცემა ხდება 20-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქეებზე. აუცილებელია მოქმედი საბანკო ანგარიშის ქონა და სხვა კრედიტორების მიმართ ვადაგადაცილებული ვალდებულებების არარსებობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომპანია შეამოწმებს თქვენს საკრედიტო ისტორიას, და თუ თქვენ ხართ ვადაგადაცილებული მსესხებლების სიაში, შესაძლოა უარი გითხრან სესხის გაცემაზე. მაგრამ თუ თქვენ დარწმუნებული ხართ გადაწყვეტილების სისწორეში და მზად ხართ აიღოთ სესხი, მაშინ გირჩევთ დასაწყისში, ჩვენი ცხრილის მეშვეობით, შეისწავლოთ კრედიტორები, რომლებიც გთავაზობენ სწრაფ სესხებს. ცხრილში მოცემულია აქტუალური ინფორმაცია ონლაინ სესხების შესახებ. დაწვრილებით შეისწავლეთ სესხის გაცემის პირობები.

სწრაფი სესხი – ყველა კომპანიაში რეგისტრაციის საერთო წესები:
1. აირჩიეთ კრედიტორი და დააჭირეთ ღილაკს „თანხის მიღება“.
2. დარეგისტრირდით არჩეულ საიტზე და შეავსეთ საჭირო ინფორმაცია.
3. გადარიცხეთ 1 თეთრი ონლაინ სესხის გამცემის ანგარიშზე (ამით ადასტურებთ რომ გაქვთ აქტიური ანგარიში ბანკში).

დასტურის მიღების შემდეგ თანხა უმოკლეს დროში გადმოირიცხება თქვენს ანგარიშზე. თანხის გადმორიცხვის ვადა დამოკიდებულია კრედიტორის სამუშაო საათებზე.

Show Buttons
Hide Buttons