სტატიები

როგორ ავირჩიოთ სწორად ონლაინ სესხი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია

როგორ ავირჩიოთ სწორად ონლაინ სესხი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია

როგორ ავირჩიოთ სწორად ონლაინ სესხი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია

თანამედროვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (მსო) წარმოადგენენ კომპანიებს, რომლების გასცემენ მცირე თანხებს. დაკრედიტების პერიოდი ძირითადად მოკლეა და მერყეობს რამდენიმე დღიდან ერთ წლამდე. სესხის მაქსიმალურ ოდენობას ყველა კომპანია დამოუკიდებლად განსაზღვრავს. ყველა მსო ზრდის სესხის მოცულობას იმ კლიენტებისთვისმ რომლებმაც დროულად დაფარეს დავალიანება და განმეორებით მიმართეს კომპანიას სესხის აღების თაობაზე. კიდევ ერთი თვისება, რომელიც მსო-ებს განასხვავებს კლასიკური სესხისგან – საპროცენტო სარგებელი სესხს ყოველდღიურად ერიცხება, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი აღების დროს.

ყოველდღიური საკომისიო – მსო-ს არჩევის მთავარი კრიტერიუმი

შესაფერისი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არჩევისას პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ნასესხები თანხის სარგელობისთვის ყოველდღიური საკომისიო. ქართული კომპანიები მას დაახლოებით 1-2% ფარგლებში აწესებენ, მაგრამ ბაზრის დეტალურად შესწავლის შემთხვევაში შეიძლება აღმოვაჩინოთ კომპანიები, სადაც ეს მაჩვენებელი 0,2-0,5%-ია დღეში. უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთებს სთავაზობენ იმ კლიენტებს, რომლებიც პირველად მიმართავენ კომპანიას. ბევრ ორგანიზაციაში მუდმივ კლიენტებს სთავაზობენ საკომისიოზე ფასდაკლებებს, ბონუს პროგრამებს, აქციებს, სპეციალურ შეთავაზებებს. ეს მსო-ების ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ?

მსო-ს არჩევის დროს გასათვალისწინებელია არამხოლოდ ყოველდღიური საპროცენტო განაკვეთი, არამედ კომპანიის საიტზე მოცემული სხვა ინფორმაციაც. საიტებზე შესაძლებელია ვნახოთ შესაძლებელია თუ არა სესხის გადავადება. ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ სესხის მიღებისა და დაბრუნების შესაძლებლობებს. კომპანიების უმეტესობა საშუალებას გაძლევთ თანხა მიიღოთ საკრედიტო ბარათზე, საბანკო ანგარიშზე, ელექტრონულ საფულეზე ან ნაღდი სახით – მსო განყოფილებებში. ასეე არსებობენ კომპანიები რომლებიც სესხს გასცემენ მხოლოდ ნაღდი სახით, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია თქვენს დასახლებულ პუნქტში არსებობდეს ფილიალი; ამ ფაქტს გარკვეული კორექტივების შეტანა შეუძლია კომპანიის არჩევისას.

გათვალეთ საკუთარი ძალები

სანამ გააფორმებთ სასესხო ხელშეკრულებას, აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ პირობებს და გათვალოთ რა თანხის დაბრუნება მოგიწევთ ვადის ამოწურვის შემთხვევაში. ამისათვის მსო-ს საიტებზე არის სპეციალური კალკულატორი, სადაც საკმარისია შეიყვანოთ სესხის ვადა და თანხა. მსო-ში მომგებიანია მცირევადიანი და მცირეთანხიანი სესხების აღება, სწორედ ამიტომ შეარქვა ხალხმა ამ სესხებს „ხელფასამდე“. გრძელვადიანი და დიდი სესხის აღების შემთხვევაში საკმაოდ ბევრის გადახდა გიწევთ საკომისიოს სახით, ასე რომ ეს ფაქტორი ჯერ კიდევ სესხის ხელშეკრულების გაფორმებამდეა გასათვალისწინებელი.

მიკროდაკრედიტების ძირითადი უპირატესობები

კლასიკურ საბანკო სესხთან შედარებით მიკროდაკრედიტებას საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს. პირვლ რიგში ესაა სისწრაფე. მსო-ში სესხს დაახლოებით 15-20 წუთში აფორმებთ. კიდევ ერთი პლიუსი მოთხოვნილი დოკუმენტების სიმცირეა – საკმარისია საქართველოს მოქალაქის პასპორტი და მობილური ტელეფონი. ყველა ეს შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებმა სათანადოდ შეაფასეს და რეგულარულად სარგებლობენ მსო-ების მომსახურებით.

Show Buttons
Hide Buttons