სტატიები

onlain sesxebi

სწრაფი სესხების დადებითი და უარყოფითი მხარეები

სწრაფი სესხების ნებიესმიერი ტიპი გულისხმობს მის დაფარვას, ანუ აღებული სესხის კრედიტორისთვის დაბრუნებას. სესხი არის თანხის რაოდენობა, რომელიც გაცემულია ერთი პირის ან დაწესებულების მიერ სხვადასხვა მიზნებისთვის.

სესხის მრავალი სახეობა არსებობს – გრძელვადიანი და მოკლევადიანი, პროცენტიანი და უპროცენტო. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან თანხის ოდენობით, დაფარვის ვადებით და საპროცენტო განაკვეთებით. ზოგიერთი შეიძლება აიღოთ მხოლოთ იმ შემთხვევაში, თუ კარგი საკრედიტო ისტორია გაქვთ, ზოგიერთისთვის შეიძლება დაგჭირდეთ თავდები ან გირაო.
სწრაფი სესხები გათვლილია მოკლევადიან პერიოდზე, გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად. ასეთ სესხებს ძირითადად არასაბანკო დაწესებულებები გასცემენ, ამიტომაც მათი მოთხოვნები კლიენტების მიმართ შედარებით რბილია.

პლიუსები:

– არ არის საჭირო დოკუმენტების შეგროვება. როგორც წესი, ასეთი სესხები ძირითადად მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე გაიცემა;
– სესხის გამცემ კომპანიას კრედიტის გაფორმების დროს არ აქვს დამატებითი მოთხოვნები, როგორიცაა უძრავი ქონების გირაოთი დატვირთვა, თავდები და ა.შ;
– სესხის განაცხადის განხილვის დროს დადებითი გადაწყვეტილების მაღალი ალბათობა;
– უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შემთხვევშიც კი არის შესაძლებელი სესხის განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება;
– დადებითი გადაწყვეტილების მიღება ჯერ ისევ დაუფარავი საბანკო კრედიტის არსებობის შემთხვევაში;
– სესხის გაფორმების პროცედურის სისწრაფე;
– თანხის მიღების სისწრაფე;
– სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შესაძლებლობა;
– სესხის გადახდის ვადის გადავადება.

მინუსები:

– ტრადიციულ საბანკო სესხებთან შედარებით თანხის დაბალი ლიმიტი;
– ხშირად საკმაოდ მაღალი საკომისიოა ბანკომატით თანხის განაღდების შემთხვევაში;
– მსესხებლისთვის საკმაოდ მცირეა ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა დაიფაროს სესხი;
– საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთები.

უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ფაქტორებს:

. არის თუ არა სესხის განაცხადის განხილვის საკომისიო?
. როგორია ეფექტური (სრული, პროცენტების და საკომისიოს ჩათვლით) საპროცენტო განაკვეთი?
. რამდენია ზედმეტად გადახდილი თანხა? შესყიდვის რეალური ღირებულება რა გამოვა დაკრედიტების შემთხვევეაში.
. შეამცირეთ სესხის თანხა გადასახდელის გაზრდის ხარჯზე, ამით შეიმცირებთ ზედმეტად გადახდილი თანხის მოცულობას;
. შეაფასეთ სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შესაძლებლობა;
. მთავარია: ყურადღებით წაიკითხეთ სესხის ხელშეკრულება და ყველა სხვა, მასთან დაკავშირებული საბუთი.

თუმცა, მოკლევადიანი სესხების აღების არ უნდა შეგეშინდეთ. მთავარია ყურადღებით იყოთ და არ აყვეთ საკრედიტო სპეციალისტების შემოთავაზებებს სხვადასხვა მომსახურების მიღებაზე. და თუ სხვა მომსახურების მიღება-არმიღებაზეა დამოკიდებული სესხის გაცემის გადაწყვეტილება, უბრალოდ გაეცანით სხვა კომპანიების შემოთავაზებებს.

Show Buttons
Hide Buttons