სტატიები

სწრაფი სესხი შემოსავლების შემოწმების გარეშე! thumbnail

სწრაფი სესხი შემოსავლების შემოწმების გარეშე!

სწრაფი სესხი შემოსავლების შემოწმების გარეშე!

ჩვენი ცხოვრების სწრაფი ტემპი, სურვილები, უჩვეულოდ მრავალფეროვანი წინადადებები თანამედროვე მსოფლიოში ხშირად აიძულებს ადამიანს აჰყვეს ცდუნებას. გვინდა რაღაც ახალი ვცადოთ, გვქონდეს სასურველი ნივთები, რისი ასრულებაც ადრე ძალიან რთული იყო. ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ხანდახან დგება მომენტი, როდესაც აუცილებელია სასწრაფოდ დაფაროთ მოულოდნელი გადასახადები! მაგალითად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო სასწრაფოდ გჭირდებათ თანხა, მაგრამ მეგობრებისგან ან ნაცნობებისგან სესხება შეუძლებელია.

რა უნდა გავაკეთოთ? სესხი ბანკიდან ავიღოთ? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვამზადოთ დიდი დოკუმენტაცია, მათ შორის შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და არ არსებობს იმის გარანტია, რომ ბანკი სესხს გასცემს. ხშირად გვჭირდება მცირე ოდენობის სესხი, მაგრამ ბანკები თავს არიდებენ პატარა განაკვეთებზე მუშაობას!

ამ შემთხვევაში პრობლემის გადაწყვეტის კარგი და სწრაფი გზა არსებობს – ეს არის სესხი შემოსავლის შემოწმების გარეშე ან სხვა სიტყვებით – სწრაფი სესხი.

სესხის ეს სახეობა შესაძლებელს ხდის მცირე ოდენობის სესხის მცირე ვადით, სწრაფად და უპრობლემოდ მიღებას! მისი მომხიბვლელობა იმაშია, რომ არ დაგჭირდებათ გარანტის მოძებნა და სამსახურის ცნობა, რაც საქმეს გიადვილებთ დროის ეკონომიით. ერთადერთი პირობა ისაა, რომ მევალეთა სიაში არ უნდა იყოთ, წინაამღდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი სესხზე შეიძლება არ დაკმაყოფილდეს.

გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ სწრაფი სესხის ვადებისა და პირობების შესახებ. ამისთვის უნდა გქონდეთ ინტერნეტი, იყოთ მინიმუმ 20 წლის და გქონდეთ საბანკო ანგარიში. აუცილებელია დარეგისტრირდეთ აირჩეული კრედიტორის საიტზე და რეგისტრაციის შემდეგ 1 თეთრის კრედიტორის ანგარიშზე გადარიცხვით დაადასტუროთ თქვენი საბანკო ანგარიშის ქმედუნარიანობა. როგორც კი კრედიტორი გადმორიცხვას დააფიქსირებს, თქვენს განაცხადს განიხილავს თქვენი შემოსავლების შემოწმების გარეშე. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თანხა ჩაირიცხება თქვენს ანგარიშზე 15 წუთის განმავლობაში.

განსაკუთრებით მიმზიდველია იმ კომპანიების შეთავაზება, რომლებიც ახალ მომხმარებელს უპროცენტო სესხს აძლევენ. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მაგალითად ისესხეთ 100 ლარი 30 დღის ვადით, თქვენ უნდა დაბრუნოთ იგივე ოდენობა. ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა ფულის დროულად დაბრუნებაა, სხვა შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის პროცენტის გადახდა მოგიწევთ, მაგრამ საბედნიეროდ ამ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ სესხის გადავადება, კომპანია გთავაზობთ ამ მომსახურებასაც, მხოლოდ განსხვავებული პირობები აქვთ. მხოლოდ პირველი კლიენტს სთავაზობენ უპროცენტო სესხს , ყოველი მომდევნო სესხისთვის პროცენტის გადახდაა საჭირო.

თუ უფრო დიდი ოდენობის სესხი გჭირდებათ, ვიდრე კომპანია გთავაზობთ, ეს ოდენობა შეგიძლიათ რამდენიმე კომპანიით ერთად სარგებლობით შეაგროვოთ.

მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ვალი რისკია! არ აქვს მნიშვნელობა თავდები გყავთ თუ არა, კრედიტი უპროცენტოა თუ პროცენტიანი, აუცილებლად უნდა შეაფასოთ ვალის თავის დროზე დაბრუნების შესაძლებლობა!

Show Buttons
Hide Buttons